პრემიერა პირველი არხის ეთერში.
„მოამბის“ დასრულებისთანავე მოისმენთ სიმღერას და ნახავთ კლიპს, რომლითაც „ევროვიზიის“ წლევანდელ კონკურსზე ქართველი მონაწილე წარდგება. „ექო“ – ამ სახელწოდებით სიმღერის ტექსტის ერთ-ერთი ავტორი თავად ირუ ხეჩანოვია. „ვოისის“ წლევანდელი გამარჯვებული „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, 11 მაისს იმღერებს. მას 36 კონკურენტი ეყოლება.
პრესტიჟულ კონკურსს წელს დიდი ბრიტანეთი მასპინძლობს.