ევროპული საბჭოს გენერალური სამდივნო გაფართოების შესახებ დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშს საქართველოს შესახებ და მის რეკომენდაციას და მოუთმენლად ელოდება ევროპული საბჭოს მომავალ განხილვას ამ საკითხთან დაკავშირებით. საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გამოავლინოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების მიმართ, განაგრძოს პროგრესი და შეასრულოს კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, მნიშვნელოვნად და შეუქცევადად ევროკავშირის მომავალი წევრობისკენ შემდგომი წინსვლის მიზნით. აქვე ნათქვამია, რომ ევროპული საბჭო დადებითად აფასებს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნამდვილ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ. საბჭოს დასკვნას გამოეხმაურნენ უმრავლესობაში.