საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. სტატუსი ჩვენ ქვეყანას დღეიდან – 2020 წლის 15 მაისამდე ექნება. ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში ორ საათში დაიწყება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სიმბოლურ გასაღებს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი, ამელი დე მონშანელი გადასცემს.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.