მთავრობის მეთაურის განცხადებით, სამიტის ფარგლებში, შეხვედრებზე ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერებთან, მათ შორის, ჯოზეფ ბორელსა და შარლ მიშელთან ქართულმა მხარემ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილა. ირაკლი კობახიძის თქმით, რეგიონში ვითარების დამშვიდებასთან ერთად, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება მყისიერად შეიცვლება.
დიდ ბრიტანეთში გამართული სამიტის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი იყო. ჟურნალისტებთან კომენტირებისას საქართველოს პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ომი უკრაინაში მაქსიმუმ ერთ წელიწადში დასრულდება, რაც მისივე თქმით, რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მნიშვნელოვნად აისახება.