გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პრემიერიც მონაწილეობს. 50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ვუდსტოკში, ბლენ-ჰაიმის სასახლეში მასპინძლობს. ირაკლი კობახიძემ სამიტის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის მთავარი თემა ენერგეტიკა და დაკავშირებადობა იყო. პრემიერმა საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურდღება.