2024 წელს ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდა. ევროპის საბჭოში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად სტრასბურგში მიღება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში შედგა ორი ახალი პროექტის პრეზენტაცია.
საპატიო მიღებისთვის თბილისიდან სპეციალურად მიიწვიეს პიანისტი გიგი ჭიპაშვილი. ისტორიული შენობის კედლებზე კი ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოზე მომზადებული ვიდეორგოლები უწყვეტ რეჟიმში გადიოდა. ღონისძიებას 150-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა ევროპის 46 ქვეყნიდან, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ავტორები, მკვლევრები და ჟურნალისტები.