საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა - შეფასებები
15:06, 07.09.2022
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომას პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.
ოპოზიციის ნაწილს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად რეფორმების განხორციელების არ სჯერა. მათი თქმით, სწორედ ამის გამო არ არიან ჩართული პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში. თუმცა მათივე თქმით, არ არის გამორიცხული ოპოზიციის ნაწილი განხილვებში საკომიტეტო მოსმენების დროს ჩაერთოს. ასე ეხმაურება მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს, რომ პასუხისმგებლობა რეკომენდაციების შესრულებაზე და პოლარიზაციის შემცირებაზე მხოლოდ ხელისუფლებას არ ეკისრება.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლების როლი რეკომენდაციების შესრულებაში მნიშვნელოვანია, თუმცა შედეგის მისაღწევად პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე უნდა ჩაერთოს.