საქართველო - ესპანეთი - საჯარო ჩვენება

საჯარო ჩვენება გაიმართება დედაენის ბაღში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოსა და თბილისის სხვა ლოკაციებზეც. რადგან მატჩი გვიან ღამით დასრულდება, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს და მგზავრებს მატჩის დასრულების შემდეგაც მოემსახურება.

საქართველოს ნაკრებს წარმატება უსურვა თბილისის მერმა.