საქართველო-ჩინეთის პარტნიორული ურთიერთობა კვლავ განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ჩინეთთან ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა მისაღებია, თუმცა არ მიესალმებიან სტრატეგიულ თანამშრომლობას. მათი განმარტებით, საქართველოს ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი დასავლეთია. მმართველი გუნდი კი ოპოზიციის განცხადებებს პოლიტიკური კურსის შეცვლის შესახებ, აბსურდულს უწოდებს და ხელისუფლების ოპონენტებს ანტიჩინურ რიტორიკაში ადანაშაულებს. ასევე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები განმარტავენ, რომ ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობა ქართული ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.