ტურიზმი, მრეწველობა, ექსპორტის წახალისება და მაღალტექნოლოგიური წარმოება, – ეს არის სექტორები, რომლებითაც ჩინეთი ინტერესდება.
ინვესტიციების მოზიდვის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და სამომავლო პროექტების შესახებ იმსჯელეს დღეს „საპარტნიორო ფონდისა“ და შანსის პროვინციის ქალაქ სიანის ერთობლივ სემინარზე.
აზიელ ინვესტორებს ფონდის მენეჯმენტმა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი და მიმდინარე საინვესტიციო პროექტები გააცნო.