საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ჩეხეთის საელჩოში საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.

შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი კონტაქტების დამყარებას ისახავს მიზნად.

ქართულ-ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ აწარმოონ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობისთვის.

ბიზნესფორუმში 12 ჩეხი და 20-მდე ქართველი ბიზნესმენი მონაწილეობს.

შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის პალატის სენატის ვიცე-პრეზიდენტიც ესწრებოდა.