ცნობილი ამერიკელი მომღერალი საქართველოში ჩამოდის. შემოდგომაზე თბილისში ბრუნო მარსის კონცერტი იგეგმება. „დინამო არენაზე“ არაერთი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი კალიფორნიელი ვარსკვლავი ყველა ცნობილ ჰიტს შეასრულებს. პიტერ ჯინ ჰერნანდესი, სასცენო სახელით – ბრუნო მარსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შემსრულებელია. ის პირველი მამაკაცი მომღერალია, რომელმაც ზედიზედ სამი სინგლი გამოუშვა, გაყიდვების რაოდენობამ კი ჯამში 30 მილიონს გადააჭარბა. ბრუნო მარსის კონცერტს „დინამო არენაზე“ 70 ათასამდე ადამიანი დაესწრება.