საქართველო 27 ნოემბრიდან ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება 

საქართველო 27 ნოემბრიდან ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.  ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

სტატუსის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში საზეიმო ვითარებაში გაიმართება. მანამდე კი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. ის ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება, მანმადე კი სტუმარი საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო.

დეტალებით სალომე ქოქიაშვილი.