ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, მოსახლეობის ნაწილი ქუჩაში გამოვიდა, ნაწილმა კი პეტიცია შეადგინა, რომელსაც ხელს უკვე მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი აწერს. ისინი პარლამენტის მუშაობის შეჩერებას დაუშვებლად და არადემოკრატიულად მიიჩნევენ. ოპოზიციური პარტიები კი, პრემიერისთვის წინააღმდეგების გასაწევად ემზადებიან, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, მთავრობას უნდობლობის გამოცხადებით ემუქრება.