საპროტესტო მოძრაობა დიდ ბრიტანეთში

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, მოსახლეობის ნაწილი ქუჩაში გამოვიდა,  ნაწილმა კი პეტიცია შეადგინა, რომელსაც ხელს უკვე მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი აწერს. ისინი პარლამენტის მუშაობის შეჩერებას დაუშვებლად და არადემოკრატიულად მიიჩნევენ. ოპოზიციური პარტიები კი, პრემიერისთვის წინააღმდეგების გასაწევად ემზადებიან,  „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, მთავრობას უნდობლობის გამოცხადებით ემუქრება.