საპროტესტო აქციებით აღნიშნავენ მშრომელთა საერთაშორისო დღეს ევროპის ქვეყნებში.
ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციები საფრანგეთში იმართება, სადაც, თუ ორგანიზატორების ინფორმაციას დავეყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში 1 მილიონი ადამიანი გავიდა. სხვადასხვა ქალაქში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. არიან დაშავებულები და დაკავებულები. მომიტინგეები საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით საპენსიო ასაკი იზრდება. ამ მიზეზით პროფკავშირები აქციას უკვე მეცამეტედ მართავენ. მასშტაბური და მზარდი პროტესტის მიუხედავად, მაკრონის მთავრობა უკან დახევას არ აპირებს. საპირველმაისო აქციებმა მოიცვა გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია და ევროპის სხვა ქვეყნებიც. მშრომელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია არეულობაში გადაიზარდა თურქეთშიც.