„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტი და აქციებზე განვითარებული პროცესები დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეაფასეს. მმართველი გუნდის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სხვადასხვა ფორმით გამოხატოს თავისი მოსაზრება, თუნდაც აქციებით, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიან ფორმატში. ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამინისტროს წყლის ჭავლის, გაზის, მხუთავი აირის, წიწაკის სპრეისა თუ რეზინის ტყვიების გამოყენების კანონიერი უფლება აქვს, თუმცა, მისივე განმარტებით, სამინისტროს ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების 20%-იც არ გამოუყენებია აქციებზე.