საპროტესტო მღელვარება ყოველდღიურად იზრდება სერბეთში.
ქუჩაში გასული დემონსტრანტები საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის მონაწილეებმა ბელგრადის საკრებულოში შეჭრაც სცადეს და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება შეტაკებაში გადაიზარდა. არიან დაკავებულები. ოპოზიცია პოლიციას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს. მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დაცვაზე მიუთითებს ევროკავშირიც, რომელიც სერბეთში ჩატარებული არჩევნებისას გამოვლენილი დარღვევების გამოძიებას ითხოვს. ადგილობრივი ოპოზიციის გარდა საარჩევნო პროცესის მიმართ პრეტენზიები აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. სერბეთის ხელისუფლება შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს და აქციების მიღმა დასავლეთის ქვეყნების კვალს ხედავს.