მიმდინარე საპროტესტო აქციებს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტზე ქართულმა საზოგადოებამ მტკიცედ თქვა უარი და გამოსვლები პერმანენტულად გაგრძელდება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მთავარი მოთხოვნა კანონპროექტის უკან გაწვევაა. „ქართული ოცნების“ წევრები კი აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ კარგად დააკვირდნენ პროცესისმიმდინარეობას, რადგან მათი შეფასებით, ნათლად ჩანს, რომ აქციებით „ნაციონალური მოძრაობა“ სარგებლობს.