მოლდოვაში საპროტესტო მღელვარება არ ცხრება.
ქუჩაში გასული მოქალაქეები ხელისუფლებას ზამთრის კომუნალური გადასახადების გადახდას და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების მიღებას სთხოვენ. აქციებზე გაჟღერდა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც. დემონსტრანტები მთავრობას ასევე მოუწოდებენ, რომ მოლდოვა ომში არ ჩაერთოს. არიან დაკავებულები. პროტესტის ფონზე მედიით ვრცელდება გეგმა, რომლის მიხედვით კრემლი 2030 წლამდე მოლდოვის საკუთარი გავლენის სფეროში სრულად მოქცევას აპირებს. ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებული აქციებით მოცულ კიშინიოვში დღეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა, რომელიც მოლდოვას ფინანსურად დახმარებას დაჰპირდა.