„ირანმა დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს“- ეს განცხადება ირანის პრეზიდენტმა გააკეთა. მან მიმდინარე აქციებს „ამბოხება“ უწოდა და თქვა, რომ აუცილებელია პროტესტის და უსაფრთხოების დარღვევის ერთმანეთისგან გამიჯვნა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ირანის რევოლუციურმა ჯარმა საარტილერიო დანადგარებით დაბომბა ჩრდილოეთ ერაყის ქურთისტანის რეგიონი, სადაც თეირანის ცნობით, თავს საპროტესტო აქციების ორგანიზატორები აფარებდნენ.
ირანში საპროტესტო ტალღა 22 წლის გოგოს გარდაცვალებას მოჰყვა. ის ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის პოლიციამ დააკავა და სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდა. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე 35 ადამიანია გარდაცვლილი.