საპროტესტო აქციები ერევანში

საპროტესტო აქციები ერევანში. დემონსტრაციის მონაწილეებმა დილიდან ქუჩები გადაკეტეს. მოქალაქეები დაუმორჩილებლობას აცხადებენ. გაფიცვა გამოაცხადეს უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმაც. ოპოზიციის ლიდერების თქმით, დღეს „რესპუბლიკის მოედანზე“ დიდი აქციაა დაანონსებული. პოლიციის უფროსის განცხადებით, სამართალდამცავები აქციის მონაწილეების მიმართ პროპორციულ ძალას იყენებენ. მთავრობის შენობის წინ ამ წუთებში მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.