ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა. ისინი სოფლის საძოვრების გასხვისებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა თქმით, გასხვისებულია 20 ჰექტარი მიწა, რომელსაც საქონლის საძოვრებად და თივის მოსაგროვებლად იყენებდნენ. ადგილზე იმყოფებოდა მიწის მესაკუთრის წარმომადგენელიც, მისი თქმით, ისინი ამ ტერიტორიაზე თხილის პლანტაციის გაშენებას გეგმავენ და სამუშაოები უკვე დაწყებულია.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კერძო მესაკუთრეს მუშაობის საშუალებას არ მისცემენ. მიაჩნიათ, რომ ეს მიწები მათი წინაპრების საკუთრება იყო და ხელისუფლებამ უკანონოდ გაასხვისა. მათ კი აუქციონში მონაწილეობა ვერ მიიღეს.