საპროტესტო აქცია ზეღდულეთში

სოფელ ზეღდულეთში აქციები განახლდა – ადგილობრივები 2008 წელს მიწების გასხვისებას აპროტესტებენ და საძოვრების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს სხვა საძოვარი არ აქვს და ამ ფართობის დამუშავების საშუალებას არავის მისცემენ. ზეღდულეთის მოსახლეობა დღეს სოფელში შეიკრიბა, ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მივიდა. შიოშვილმა მოსახლეობას უთხრა, რომ კერძო დავაში ხელისუფლება ვერ ჩაერევა და ადგილობრივებს დავის სასამართლო გზით გაგრძელება ურჩია. დავა მიწის ფართობზე უკვე წლებია გრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოსახლეობას რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. მიწები 2008 წელს გასხვისდა.