14-წლიანი პროტესტი სოფელ ზეღდულეთში 

ზეღდულეთის მოსახლეობა სოფლის ერთადერთი საძოვრის დაბრუნებისთვის მრავალწლიან ბრძოლას აგრძელებს. უკვე 14 წელია ადგილობრივები, მესაკუთრეებს მიწის დამუშავების საშუალებას არ აძლევენ. მათი თქმით, სოფელში ძირითადი შემოსავლის საშუალება მესაქონლეობაა, საძოვრის გარეშე კი საარსებო წყაროს გარეშე დარჩებიან.

გორის რაიონის ამ სოფელში 75 ჰექტარი მიწის ფართობი ჯერ კიდევ 2008 წელს უცხოელმა ინვესტორმა იყიდა, თუმცა ადგილობრივებმა პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართეს და მას მიწის დამუშავების საშუალება არ მისცეს. ცოტა ხნის წინ ნაკვეთი ინდოეთის მოქალაქისგან ორმა ინვესტორმა შეიძინა და ადგილის დამუშავება დააპირა. თუმცა ზეღდულეთელებმა პროტესტი განაახლეს და აქციებიც დაიწყეს. მიწის ახალი მეპატრონეების არცერთ შეთავაზებას ისინი არ თანხმდებიან და წინააღმდეგობის გაგრძელებას აპირებენ.

ზეღდულეთის მიწისთვის მრავალწლიანი დავის შესახებ ნინო ფისაძე მოგვიყვება.