„გმირთა მოედნიდან“ „თამარ მეფის“ ხიდის მიმართულებით, სადაც მოძრაობა გადაკეტილი იყო, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების ნაწილი ჰყვება, რომ ადგილზე უცნობი პირები რამდენიმე მანქანით მივიდნენ და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორე ნაწილი კი მოქალაქეებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობს. დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა შესაბამისი დახმარება გაუწიეს.