თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მუშაობა ეზღუდება.
უკვე რამდენიმე საათია, კანცელარია „მაისის სტუდენტურ მოძრაობას“ აქვს დაკავებული. ამ ფორმით სტუდენტების ნაწილი კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებულ აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას უცხადებენ სოლიდარობას. მოთხოვნაა ორივე მათგანის გათავისუფლება და გამოსახლებების პროცესების შეჩერება. მოძრაობის წევრები უნივერსიტეტის ლექტორებს და სტუდენტებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ. აკაკი ჩიქობავა უნივერსიტეტის ლექტორია. ის გიორგი ხასაიასთან ერთად სამი დღის წინ კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს მანქანის დაზიანების ბრალდებით აიყვანეს.