საპროტესტო აქცია სენაკში

სენაკში, მშვიდობის ქუჩის მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს. ადგილობრივებმა გვიან ღამით საპროტესტო აქცია გამართეს.

სენაკის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი ქუჩის გავლით, სოფელ ნოსირში, გაზი გაჰყავთ. სამუშაოებიც უკვე დაწყებულია, თუმცა უშუალოდ მათ საცხოვრებელ სახლებთან მილების გაყვანა გეგმაში არ არის.

ადგილობრივებთან სენაკის მერი მივიდა და საკითხის მოგვარებას დაპირდა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოსახლეობა პერმანენტულ აქციებს აანონსებს.