რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლები კიდევ ერთი ციხის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას და მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.
პეტიცია შესაბამისი მოთხოვნით, საინიციატივო ჯგუფმა იუსტიციის სახლში დღეს დაარეგისტრირა.