გვიან ღამით დასრულდა აქცია რუსთაველის გამზირზე. პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა საკუთარი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერეს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა მოითხოვეს. მანამდე აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან მსვლელობით გაემართნენ და სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს, რის შემდეგაც მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს და „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტს ყოველდღიური ხასიათი ექნება. პროტესტი რუსთაველის გამზირზე დღეს საღამოს განახლდება.