ქუთაისში აღმაშენებლის 112-ში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ.
მათი თქმით, 14 სართულიანი კორპუსი, სადაც წელიწადნახევრის წინ საცხოვრებლად შესახლდნენ, უვარგისია. დევნილებმა დღეს აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ კორპუსის სარდაფში წყალი დგას, ლიფტი კი რამდენჯერმე ჩავარდა.
აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე, გოგი წულაია შეუერთდა. აქციას დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი გამოეხმაურა.