საპროტესტო აქცია პარლამენტთან - თეონა ხუბულავას ჩართვა

სადავო კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვა მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის წინ აქცია იმართება. მოქალაქეებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან სამოქალაქო სექტორის და მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამომსვლელებს შორის არიან ოპოზიციონერი ლიდერებიც. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმაც. გადაკეტილია საავტომობილო გზა. ადგილზე შეკრებილები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ინიციატივები ევროინტეგრაციის პროცესს სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას უკარგავს.