საპროტესტო აქცია პარლამენტთან - ოპოზიციის განცხადება

პროკურატურაში ნიკა მელიას დაბარებას და მისთვის ბრალის წაყენებას, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან გამოეხმაურა ოპოზიცია.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები დეპუტატის ქმედებებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ მათ თანაგუნდელს დეპუტატის სტატუსის საწინააღმდეგო ქმედებები არ განუხორციელებია.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს წინ გამოსვლები გრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის და 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა, დღის წესრიგიდან არ იხსნება. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც, ასევე რამდენიმე არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ მხოლოდ საარჩევნო სისტემის შეცვლა საკმარისი არ არის და აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ დარჩენილი ორი მოთხოვნაც არ შესრულდება.

„მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს რუსთაველის გამზირზე.