საპროტესტო აქცია პარლამენტთან

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. გვიან ღამით დასრულდა აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან. მოთხოვნა უცვლელია, აქციის მონაწილეები კანონის გაუქმებას ითხოვენ. მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება 17:00 საათიდან დაიწყეს. აქციაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებიც, რომლებიც პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ. გუშინდელ აქციაზე არ ყოფილა სიტყვით გამოსვლები, მომიტინგეთა სამოქმედო გეგმა ჯერჯერობით უცნობია.