პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. საავტომობილო გზა გადაკეტილია. შეკრებილები არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები, მათ ცოტა ხნის წინ შეუერთდა სტუდენტების ნაწილიც. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ უკან გაწვევას. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ანა ბროლაძე დეტალებით.