პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამთენიისას დასრულდა. მომიტინგეების დაშლის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ასევე არიან ადმინისტრაციული წესით დაკავებულები. რუსთველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, აქციის დაშლისას გამოყენებული იყო წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რეზინის ტყვიები გამოყენებული არ ყოფილა.