საკანონმდებლო ორგანოსთან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებენ. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოში შემსვლელ საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენლებს ტრანსფარანტებით ხვდებიან. ამ ფორმით მათ სურთ ინფორმაცია მიაწოდონ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჟურნალისტებმა საკანონმდებლო ორგანოს კედელზე პლაკატების გაკვრა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.