მოლაპარაკებების პარალელურად, ოპოზიცია საპროტესტო აქციებს განაგრძობს. ხელისუფლების ოპონენტები დემონსტრაციას დღეს ისევ რუსთაველის გამზირზე გეგმავენ. საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაუქმებასა და განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნას უკვე განახლებული ცესკო-ს პირობებში ითხოვენ.
მზადება აქციისთვის საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე დაწყებულია, გენო ოსიყმაშვილი იმყოფება პარლამენტთან და დედაქალაქის მთავარი გამზირიდან, „მოამბის“ პირდაპირ ეთერს უერთდება – მოვიდნენ თუ არა უკვე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და რა განცხადებები კეთდება მათი მხრიდან.