პარლამენტთან პირველი გიმნაზიის მოსწავლეთა ნაწილმა აქცია გამართა.
მოსწავლეებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „დღეს მეც ლუკა ვარ, ის ლუკა, რომელიც თქვენ გუშინ მოკალით“, „უსამართლობა გკლავს“, „აბა დამიჭირეთ ლუკასთვის“. აქციის მოანაწილეები სისტემას ლუკა სირაძის მკვლელობაში ადანაშუალებენ და განმარტავენ, რომ სამართალდამცველები ახალგაზრდების გვერდით უნდა იდგნენ და იცავდნენ მათ უფლებებს, თუმცა სურათი საპირისპიროა.
აქციაზე მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებიც იმყოფებოდნენ.