საპროტესტო აქცია პარლამენტთან

საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, საქართველოს პარლამენტთან, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით, აქცია იმართება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, მათ სურდათ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე დასწრება, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა არ შეუშვეს. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მინისტრობის კანდიდატებთან კითხვები აქვთ.