„არა რუსულ კანონს“ – ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია და მსვლელობა გაიმართა ოზურგეთში. აქციის ორგანიზატორი იყო სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“. აქციაზე პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ პროტესტი პერმანენტული იქნება, რადგან საზოგადოება ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას არ აპირებს. მათი თქმით, ეს კანონი საფრთხეს შეუქმნის როგორც არასამთავრობო და მედია სექტორს, ასევე თითოეული მოქალაქის დამოუკიდებლობას და კეთილდღეობას. აქციას არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვა წევრი ესწრებოდნენ.