საპროტესტო აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

„შეწყდეს „ნამახვანჰესის“ მშენებლობა და ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვოს“, – ამ მოთხოვნებით, თითქმის ორი საათია აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივების ნაწილი ისევ ქუთაისში, ქალაქის ცენტრში შეიკრიბა. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ხეობის მცველებმა არა თუ შეცვალეს პოზიცია ჰესის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, არამედ დამატებით მოთხოვნად ეკონომიკის მინისტრის გადადგომაც დააყენეს.

რა მოთხოვნები აქვთ შეკრებილებს პროტესტის 141-ე დღეს? –

ირმა ჭოლაძე აშუქებს საპროტესტო აქციას და თემაზე საუბარს ახლა ის განაგრძობს.

მოამბე