საპროტესტო აქცია კინოცენტრში

საპროტესტო აქცია კინოცენტრში – თანამშრომლები და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლები ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, უნდა შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი და დირექტორი კონკურსის საფუძველზე უნდა შეირჩეს და არა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. შეკრებილების კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ კომისია დაკომპლექტდეს კინოსექტორის წარმომადგენლებისგან.