დღეს, ფოთის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მოეწყო.
„არა უსამართლობას,“ „სოლიდარობა სარალიძესა და მაჩალიკაშვილს,“ „ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით,“ – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით აქციის მონაწილეებმა აქცია გამართეს. მათ სარალიძესა და მაჩალიკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ხელისუფლებას კი რიგითი მოქალაქეების უფლებების დაცვისაკენ მოუწოდეს.