დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით, თანამოაზრეებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ. დავით მესხიშვილის განცხადებით, კუს ტბისა და მთაწმინდის გამყოფ ქედზე, მაღალსართულიანი კორპუსების აშენების მიზნით, მთის ქანები იჭრება, რამაც, შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს.
აქციის მონაწილეები დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით, სპეციალური პეტიციით თბილისის მერს მიმართავენ.
საკითხს თბილისის მერი გამოეხმაურა. კახი კალაძის განცხადებით, მხოლოდ ზოგადი განცხადებების დონეზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება. მერის თქმით, საჭიროა, კვლევები, რომელიც რეალურ სურათს ასახავს.