აქცია ჭიათურაში. სოფელ შუქრუთში, აქციის მონაწილეებმა მაღაროსთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს. შეკრებილები დასაქმებულებს სამუშაოების გაგრძელების შესაძლებლობას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეები, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“, კომპენსაციას მათი სახლების დაზიანებისთვის სთხოვენ. ადგილობრივების თქმით, კომპანიის მიერ მიწისქვეშა სამუშაოების წარმოების დროს, საცხოვრებელ სახლებს ბზარები გაუჩნდა.
მსგავსი აქცია სოფელ შუქრუთში რამდენიმე თვის წინაც გაიმართა.