ბორჯომის ქარხანასთან უწყვეტი პროტესტი გრძელდება. მთავარ მოთხოვნად კვლავ 25%-ით ხელფასების მატება და გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა სახელდება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დააკმაყოფილონ ხუთპუნქტიანი მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტი უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. გაფიცულები ასევე მიმართავენ ადგილობრივ ხელისუფლებას, შუამავლის როლი შეასრულოს კომპანიის ხელმძღვანელობასთან.