პროტესტის მესამე დღე ბორჯომში. ქარხნის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ. მოთხოვნები უცვლელია – ხელფასის 25%-ით მატება, უვადო ხელშეკრულებები და გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება. მათი განცხადებით, პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება. დღეს აქციის მონაწილეები ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობასთანაც შეიკრიბებიან.