საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქობულეთში. სოფელ ბობოყვათის მცხოვრებთა ნაწილი სანაპიროზე მიწის გასხვისებას აპროტესტებს. მათი მტკიცებით, 20-მდე ჰექტარი ტერიტორია მათი მამაპაპისეული საკუთრებაა, თუმცა წლების განმავლობაში მისი დარეგისტრირება ვერ მოახერხეს. შეკრებილები ხელისუფლებასა და ინვესტორს მოლაპარაკებებისთვის ერთკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ შაბათს მასშტაბური საპროტესტო აქციით იმუქრებიან.
შეგახსენებთ, რომ მიწების დაკანონების მოთხოვნით ბობოყვათის მცხოვრებლები გასულ წელს პერმანენტულ აქციებს მართავდნენ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მიწის გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონის შეწყვეტას მოითხოვდნენ.