საპროტესტო აქცია ბათუმში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ბათუმში მიმდინარე მოვლენების გამო, ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს. მათი თქმით, ლაინერის შემოსვლა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ნაწილი და საქართველოში რუსული გავლენის გაზრდის ნიშანია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტის გამოყენებით ოპოზიცია პროვოკაციის მოწყობას ცდილობს.